ერაყში, ამერიკულ ბაზაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯერ ყველაფერი კარგადაა.
„რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. ახლა მიმდინარეობს ზარალისა და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგადაა! ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია მსოფლიოში“, _ წერს ტრამპი.
მან აღნიშნა, რომ სარაკეტო თავდასხმების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. განცხადება, ასევე, გაავრცელა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მუჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, ირანს ესკალაცია არ სურს.
„ირანმა მიიღო და აღასრულა პროპორციული ზომები თავდაცვის მიზნით, რაც გათვალისწინებულია გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლით და დარტყმა მიიტანა ბაზაზე, საიდანაც განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა ჩვენი მოქალაქეებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი ირანმა.
ერაყში ამერიკულ საჰაერო ბაზაზე, რომელიც ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარეობს, ათამდე ბალოსტიკური რაკეტით თბილისის დროით 02:30 სთ-ზე განახორციელა თავდასხმა. ზარალის და მსხვრეპლის შესახებ, პენტანგონს ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.