აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNBC-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა „ყარს“, და თუ ნავთობის ფასის 10 დოლარით შემცირდება, პუტინი იძულებული გახდება, ომი შეწყვიტოს.
„პუტინი მოკვლას შეწყვეტს, თუ ნავთობი კიდევ 10 დოლარით გაიაფდება _ სხვა გზა აღარ ექნება, მისი ეკონომიკა საშინელ დღეშია“, _თქვა ტრამპმა CNBC-თან ინტერვიუში.
ტრამპმა ინდოეთიც გააფრთხილა, რომ თუ ის არ შეწყვეტს იაფფასიანი რუსული ნავთობის ყიდვას, ვაშინგტონი ინდური ექსპორტისთვის 25%-იან ტარიფს “მნიშვნელოვნად გაზრდის”.































































