აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ, დონალდ ტრამპის წერილი, თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს ჩემი მშვენიერი ძმა, რობერტი გარდაიცვალა. ის ჩემთვის არა მხოლოდ ძმა, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც იყო. ძალიან მოგვენატრება, მაგრამ ჩვენ კვლავ შევხვდებით. მისი ხსოვნა ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. რობერტ, მიყვარხარ. მშვიდად განისვენე“, – აღნიშნულია წერილში.
რობერტ ტრამპი ნიუ-იორკის ჰოსპიტალში 14 აგვისტოს გადაიყვანეს.






























































