დონალდ ტრამპის მომხრეები აშშ-ის კონგრესის შენობაში, კაპიტოლიუმში, შეიჭრნენ, რომელსაც წინ უძღვოდა დაპირისპირება პრეზიდენტის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია იტყობინება, შეტაკებამდე კონგრესში მოსამართლეები შეიკრიბნენ, რათა დაემტკიცებინათ არჩევნების შედეგები და მასში დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვება. რომლის გამო სხდომა შეჩერდა
თავის მხრივ, ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ამბობს, რომ არ აპირებს ხელი შეუშალოს ბაიდენის ოფიციალურად დამტკიცებას. ამის საპასუხოდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა.
“პენსს საკმარისი გამბედაობა არ ჰქონდა, რომ გაეკეთებინა, ის, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისა და კონსტიტუციის დასაცავად”, – წერს ტრამპი.































































