აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა TRUTH Social-ი დააანონსა, _ ამის შესახებ ინფორმაციას newsmax ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპის მედია და ტექნოლოგიური ჯგუფი, გაერთიანდა Digital World Acquisition Corp. _ თან, რომლის ღირებულებაა 1.7 მილიარდი დოლარი.
როგორც newsmax წერს, ახალი სოციალური მედიის პლატფორმა სახელწოდებით _ Truth Social უნდა დაიწყოს 2022 წლის დასაწყისში, რათა კონკურენცია გაუწიოს facebook-ს და Twitter-ს, რომელებმაც ყოფილი პრეზიდენტი დაბლოკა – კონკურენტთან ერთად “გამოწერის ვიდეო მოთხოვნის სერვისით” Google-ს YouTube-ზე.
დონალდ ტრამპის თქმით, მისი გუნდის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი საკმაოდ კონკურენტული იქნება და ბევრი მომხმარებელი ეყოლება.
“მე შევქმენი TRUTH Social და TMTG, რათა გავუძლო დიდი ტექნიკის ტირანიას. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც „თალიბანი“ Twitter-ზეა წარმოდგენილი, თქვენი საყვარელი პრეზიდენტი კი გააჩუმეს. ეს მიუღებელია“, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
TRUTH Social-ი მომდევნო თვიდან მხოლოდ მოწვეული სტუმრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ფართო საზოგადოება სოციალური ქსელით სარგებლობას 2022 წლის პირველ კვარტალში შეძლებს.
[sexy_author_bio]