დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი თეთრ სახლში დაპატიჟა. რუსეთის ლიდერი, სავარაუდოდ, ვაშინგტონში შემოდგომაზე ჩავა.
მოლაპარაკებები ვიზიტთან დაკავშირებით მხარეებს შორის უკვე მიმდინარეობს. თეთრი სახლის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კი დონალდ ტრამპმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია CNBC-ის და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მტერი გახდება, თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არ დალაგდება.
შეერთებული შტატების ლიდერი აცხადებს, რომ ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც რუსეთის მიმართ ყველაზე მკაცრ პოლიტიკას ატარებს.
მტკიცებულებად კი ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას ასახელებს.