BBC– ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი უნდა გაძლიერდეს.
„ეს იქნება თითოეული ევროპული სახელმწიფოს განზრახვებისა და შესაძლებლობების რეალური გამოცდა, რომ მეტი ევროპული ჯარი იყოს ფინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე“, – ამბობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი .
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს იტალიის პრემიერ- მინისტრ ჯორჯია მელონის წინადადებას ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების სამიტის მოწვევის შესახებ.