დონეცკის რაიონში მტრის ქვედანაყოფები უმაღლესი ხელმძღვანელობისგან იღებენ ბრძანებას შეტევის დროებით შეჩერების შესახებ, მთავარი მიზეზი მობილიზებულთა უკიდურესად დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა,– ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იუწყება.
„საომარი მოქმედებების გარკვეულ რაიონებში, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში, მტრის ქვედანაყოფებმა დაიწყეს უმაღლესი ხელმძღვანელობისგან ბრძანებების მიღება შეტევითი მოქმედებების დროებით შეჩერების შესახებ“, – ნათქვამია მოხსენებაში.
გენერალური შტაბი ხაზს უსვამს, რომ ამის მთავარი მიზეზი ახალწვეულთა უკიდურესად დაბალი ზნეობრივი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მობილიზებულთაგან დეზერტირების არაერთი ფაქტი და საბრძოლო ბრძანებების შეუსრულებლობაა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც რუსეთი არაერთმა მოქალაქემ დატოვა.
ავტორი