ამერიკა იმისთვის არ შექმნილა, რომ დახურული იყოს, ადმინისტრაცია იმუშავებს, რომ ადგილობრივმა ეკონომიკამ ფრთხილად განაახლოს საქმიანობა, _ ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ჯანდაცვის სფეროში ჩვენი შესანიშნავი ექსპერტები ამ დაავადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლობენ და ჩვენ გამოვიყენებთ ამ მონაცემებს, რათა რეკომენდაცია გავუწიოთ ახალ პროტოკოლებს და საშუალება მივცეთ ადგილობრივ ეკონომიკას ფრთხილად განაახლოს საქმიანობა საჭირო დროს. ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ შექმნილა, რომ დახურული იყოს. ამერიკა ძალიან მალე კვლავ ღია იქნება ბიზნესისთვის”, – განაცხადა ტრამპმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 471-მდე გაიზარდა, რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა ამ დროისთვის 35 224 შემთხვევა ფიქსირდება.