დრეზდენის მუზეუმის გაქურდვის ბრალდებით გერმანიის პოლიციამ 3 პირი დააკავა.
ცნობისთვის, დრეზდენის მუზეუმი შარშან გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურდებმა მუზეუმში ელექტროენერგიის გათიშვისა და ფანჯრის გატეხვის შეშედეგად მე -18 საუკუნის ფასდაუდებელი საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს და ათზე მეტი ალმასით დაინსტრირებული ნივთი გაიტაცეს.
პოლიციისა და პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამომძიებლები ბერლინში 18 ქონებრივი საკუთრება დაარბიეს, მათ შორის 10 ბინა, ავტოფარეხები და მანქანები.
”დღეს ღონისძიებები მიზნად ისახავს მოპარული ხელოვნების საგანძურის და შესაძლო მტკიცებულებების მოძიებას, როგორიცაა მონაცემთა შენახვის საშუალებები, ტანსაცმელი და ინსტრუმენტები”, – თქვეს გამომძიებლებმა.