ჩოხატაურელ მრბოლელ ჯაბა სოროზანიშვილთან ინტერვიუ “ავტომოყვარულმა” გამოაქვეყნა.
ინტერვიუში ჯაბა რბოლის შედეგად მიღებულ განცდებსა და სამომავლო მიზნებზე საუბრობს.
_ რა დროს უთმობთ ავტოსპორტს ?
_ ავტოსპორტს რა დროსაც უნდა უთმობდეს მრბოლელი, იმის მეათედსაც ვერ ვუთმობ, ალბათ. ფიზიკურად არ მაქვს დრო ვარჯიშისთვის
_ რა ემოციას გაძლევთ დრიფტი ?
_ რთულია სიტყვებით გადმოვცე ის შეგრძნება, რასაც დრიფტის დროს განვიცდი. მაგ დროს სხვა სამყაროში გადავდივარ, სადაც ბედნიერების გარდა სხვა არაფერი არსებობს.
_ რა არის მთავარი პრობლემა შენს კარიერაში?
_მთავარი პრობლემა დროის საჭირო რაოდენობით არ ქონაა. ზოგჯერ მანქანის ნორმალურად შემოწმებას და მომზადებას ვერ ვასწრებ. ბოლო შეჯიბრი ამის კარგი მაგალითი იყო, მანქანა თითქმის გაუმართავი ყოფილა და მე წარმოდგენაც არ მქონდა, სანამ სტარტის ხაზი არ გადავკვეთე. არასდროს მივარჯიშია შეჯიბრის წინ.
_ სუბარუს ყუმბარა VS ესებუას ყუმბარა ?
_ სუბარუს ყუმბარა ბევრად საშიშია, არასდროს იცი როდის აფეთქდება.
_ როდის სცადე პირველად დრიფტი ?
პირველად 11-12 წლის ასაკში ვცადე “დონატის” გაკეთება. არასდროს მავიწყდება ის გემო იმდენად გემრიელი იყო.
_ სპონსორი გჭირდება?
_ სპონსორი ყველა მრბოლელს ჰაერივით სჭირდება. ძალიან ბევრი ნიჭიერი მონაწილე გამოჩნდა ამ სპორტში და აუცილებლად უნდა განვითარდეს ყველა. იმდენად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ეს სახეობა, რომ რთულია მარტო გაუმკლავდეს ადამიანი ყველაფერს. მეგობარი კომპანიები მიდგანან გვერდით და სამოყვარულო კლასში გამაქვს თავი, მაგრამ პროფესიონალურ დონემდე ჩემს მანქანას ძალიან ბევრი რამ აკლია. ფაქტობრივად, თავიდან უნდა დავიწყოთ აწყობა. ამ სეზონზე ჩემი მთავარი მიზანი შესაძლებლობების გამოვლენა და სპონსორების დაინტერესებაა, რათა ჩემს მანქანას “დრიფტქარი” დავარქვათ.