პარტია „დროა“ პოლიციის მიერ 1-ელ აგვისტოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირის დაკავებას ეხმაურება.
“საქართველოს კიდევ ორი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.
პირველ აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავს დაესხა ცივი იარაღით (დანით) შეიარაღებული ივანიშვილის რეჟიმის დაქირავებული პროვოკატორი ბექა გოცირიძე. ის გინებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა პროტესტის მონაწილეებს. თავდასხმის დროს, გოცირიძეს დაუვარდა დანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პოლიციას გადასცეს, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი.
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა გოცირიძემ განახორციელა, რეჟიმის პოლიციამ აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომლებმაც თავდასხმა მოიგერიეს.
ცხადია, რომ რეჟიმის დაგეგმილი პროვოკაციის მიზანი სწორედ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.
სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ რეჟიმის ტყვეებს, თორნიკეს და მინდიას.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
ბოლომდე!“_ აცხადებს პარტია “დროა!”
































































