“დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,_ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებითვე, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.




























































