დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში, ზაპორიჟიაში ორი აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Ukrinform მელიტოპოლის მერზე ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც Telegram-ის პოსტში განაცხადა.
“ახლა, ორი ძლიერი აფეთქებაა მელიტოპოლის სამხრეთ ნაწილში. სასწრაფო დახმარების მანქანები მიდიან ამ მიმართულებით. ასე რომ, ჩვენ ვითვლით მტრის დანაკარგებს“, – წერს ქალაქის მერი
როგორც გამოცემა წერს, მანამდე ფედოროვმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები სამხედრო ტექნიკას მელიტოპოლის გავლით ატარებდნენ. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით დამპყრობლებმა სამხედრო ბაზები ქალაქსა და მის შემოგარენში განათავსეს.
ავტორი