ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დროებით “მანიფესტის” მსვლელობას აჩერებს. ამის შესახებ ნათქვამია თეატრის განცხადებაში. მიზეზად კი ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია სახელდება.
“ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, დროებით ვაჩერებთ ჩვენი მანიფესტის მსვლელობას გორში და რეგიონებში.
თეატრი უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
მათი ტკივილი ყველა ჩვენთაგანის ტკივილია”,_ ნათქვამია ახალი თეატრის განცხადებაში.