თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეებმა კარავი დროშებისგან ააწყვეს.
შეგახსენებთ, რომ შვილმკვდარი მშობლები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქციას თითქმის ერთი თვეა მართავენ.
ისინი სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეებისთვის ხელის დაფარების გამო ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
მათ კარვის დადგმა რამდენიმე დღის წინაც სცადეს, თუმცა, სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი არ შეატანინეს.