კომპანიამ XPeng დუბაიში თავისი მფრინავი ავტომობილის პროტოტიპი გამოსცადა. მოდელი XPeng X2 ჰაერში 90 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
როგორც ცნობილია, ავტომობილს ერთდროულად 2 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მისი სიჩქარე კი საათში 130 კილომეტრს აღწევს.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მგზავრები მფრინავი მანქანებით სარგებლობას წინასწარ განსაზღვრულ სივრცეებში სარგებლობას 5 წლის შემდეგ შეძლებენ.