https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დვაბზუს ცემენტის ქარხანა ფსიქიკის შერყევას ემსახურება!” “ჩვენ თავს ვიწამლავთ, ვინც იქ ვმუშაობთ?!”

13:32; 16.09.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კომპანია “ნიუ როუდის” ასფალტო-ბეტონის ქარხანა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვაბზუში მდებარეობს. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი, მის გადატანას ქარხნის ამოქმედების დღიდან ითხოვს.

“ვიხრჩობით მტვერში”, გვგუდავენ ასფალტის სუნით”, “გვაგიჟებენ, ფსიქიკას გვინგრევენ ხმაურით”, _ ამბობენ ისინი. მეორე მხრივ, საწარმო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია რეგიონში.

“გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა აღნიშნული პრობლემის შესახებ და აშუქებდა საპროტესტო აქციებს, რომელსაც ადგილობრივები მართავდნენ.

ამჯერად ჩვენ კვლავ მოგვმართეს დვაბზუს მცხოვრებლებმა, რომლებიც ითხოვენ ქარხნის გადატანას მოსახლეობისგან ათი კილომეტრის დაშორებით მაინც და ამბობენ, რომ საამისო საშუალება და ადგილიც არსებობს. მთავარია, იყოს ქარხნის ხელმძღვანელთა ნება.

ინგა გავაშელი, დვაბზუს მცხოვრები: “მე ზაფხულობით ჩამოვდივარ და ვაი, ამ ჩამოსვლას! სამას მეტრში რომ მდებარეობს ქარხანა მოსახლეობასთან, რა ქნან ამ მოსვენებადაკარგულმა ადამიანებმა? განსაკუთრებით ღამის საათებში როგორი ხმაურია, ეს უნდა ნახოთ და მოისმინოთ. არაერთი ჩვილბავშვიანი ოჯახია აქ. ასეთ ხმაურში, ასფალტის სუნით გაჯერებულ გარემოში საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს ამყოფებენ და გაზრდიან?

როგორც ამბობენ, დაახლოებით, 130 ტონა ქვა იმტვრევა დღე-ღამეში. 24 საათის განმავლობაში მუშაობს ქარხანა და ამ სუნის და ხმაურის გამო, მერამდენედ მოითხოვეს ადგილობრივებმა მისი სხვაგან, მოსახლეობისგან დაშორებით გადატანა. კი იძახიან, გერმანელებმა ჩამოიტანეს და ააწყვესო, მაგრამ იმ გერმანიაში არსებული კანონების შესახებ იციან? იქ მკაცრად არის განსაზღვრული, რამდენი კილომეტრით უნდა იყოს დაშორებული ასეთი ობიექტი მოსახლეობისგან. მობილური რახან არის, გადატანაც ადვილია და დასახლებული პუნქტიდან გადაიტანონ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და საამისო ადგილებიც მოიძებნება მდინარის კალაპოტის გასწვრივ.

ამ არჩევნებზე საგანგებოდ ვაძლევ ხმას მერობის იმ კანდიდატს, ვინც ამ პრობლემის მოგვარებას იკისრებს”, _ გვეუბნება ქალბატონი და კვლავ იმეორებს, რომ არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ ჩამოვა, ხმა მისცეს ისეთ კანდიდატს, რომელიც ამ ქარხნისგან წარმოშობილი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას.

ინგა გავაშელი ამბობს იმასაც, რომ ნახევარი წელი ქალაქში უწევს ყოფნა და იმ ადამიანებისთვის უფრო იბრძვის, ვინც აქ მუდმივად ცხოვრობს და “ასე თვალის დაუხამხამებლად” არღვევენ მათ უფლებებს.

ადგილობრივი მცხოვრებლები ყველაზე მეტად იმიტომ ბრაზობენ, რომ არაერთხელ მიმართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას, თუმცა, ჯერ პასუხი არ ჩანს:

“400 ადამიანის ხელმოწერით განცხადება გვაქვს მიტანილი ოზურგეთის საკრებულოში. ამათ ყველგან თავისი საცეცები აქვთ. ჩვენ ქარხნის დადგმას, ინერტული მასალის გადამუშავებას და აღმშენებლობას კი არ ვეწინააღმდეგებით, არამედ ვითხოვთ მშვიდ გარემოს.

აუტანელი საცხოვრებელი პირობები შეგვიქმნეს, თითქოს ისეც მუდმივ გასაჭირში არ იყოს ხალხი. იმუშაონ, ბატონო და მაყუჩით ჩაახშონ ეს ხმაური. სულ თუ ვერ დაადუმებენ, სანახევროდ მაინც რომ შემცირდეს ეს ჭკუიდან გადამყვანი ხმაური, არ შეიძლება? მაყუჩი რომ გაუკეთონ, ნაკლებად რომ იხმაურონ, შუაღამეზე რომ არ ირახრახონ, მერე ფულს ვინ გააკეთებს?! ეს უნდათ მათ. ასფალტი როცა იხარშება და ღია წესით ხდება გაცემა, მაშინ უნდა ნახოთ, რა სუნი ტრიალებს აქ. ქალაქშიც მაქვს სახლი და იქეთ გავრბივარ სასწრაფოდ”, _ გვეუბნება ადგილობრივი მკვიდრი ალექსანდრე ვასაძე.

ლოლა ვასაძე: “ქარხნის დირექტორი მოვიდა და გვითხრა, წამოდით, ნახეთ, ჩართული თუ არ არის აგრეგატი და აგერ არავითარი ხმა არ ისმისო. ნუ გვატყუებთ, ახლა გამორთული გაქვთო, როცა ვუთხარით, აბა, წამოდით და ადგილზე ნახეთო. იმასაც კი მოიტყუებდნენ, რომ წავყოლოდით, იქ ვიღაც, ჩვენი მისვლის დროს ჩართავდა”.

ადგილობრივები განსაკუთრებით აღშფოთებული არიან ისეთი მუშაობის პრინციპით, როცა ყველა აგრეგატი ჩართულია.

“აი, მაშინ ხმაურისგან, შესაძლოა, ჭკუიდან გადახვიდე. ეს ხრიალი და რახუნია ფსიქიკას რომ შლის და ანადგურებს. ერთი ღამით დარჩით აქ ჟურნალისტები და როგორ გაათევთ, ნახავთ. მათ თავიანთი “გამპრავებლები” ჰყავთ, ვისაც ფულს უხდიან და არხეინად მყოფები ხოტბას ასხამენ. რა ენაღვლებათ, აქ ხომ არ ცხოვრობენ, რომ სიმშვიდე დაუფრთხეთ?! საშინელება, იცით, რა არის? შესაძლოა, ძლიერი ფსიქიკა გქონდეს და გაუძლო ხმაურს, მაგრამ ამ ნაგავს რომ შეისუნთქავ, დაბინძურებული ჰაერის სახით, ეს ხომ უფრო საზიანოა? კიდევაც გვახრჩობენ და ნერვულ სისტემასაც გვიგლეჯენ. გადაიტანონ აქედან! კარგად იციან, რომ არის ამის საშუალება. ჩვენ არც მშენებლობას და არც მაგ ქარხნის ხელმძღვანელობას თუ ქვეყანას არ ვებრძვით”, _ გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა სვეტლანა მჟავიამ, რომელიც გვიამბობს, არაერთხელ როგორ ურეკავს 112-ს, არსებული გაუსაძლისი ხმაურის გამო.

“ჩვენი სიბერე გვეყოფა. ამ ასაკში ხმაურისგან მოსვენება მაინც გვღირსებოდა. რაა ეს? სიბერეში გამაყრუებელი ხმაურისგან თვალი ვერ უნდა მოხუჭო ადამიანმა ღამით?” _ ამბობენ ადგილობრივი ასაკოვანი ადამიანები.

პედაგოგი, დვაბზუს მცხოვრები ლალი ბასილაშვილი გვიამბობს, როგორ გაუწიეს წინააღმდეგობა ამ ქარხნის აქ განთავსებას, ჯერ კიდევ მის აგებამდე:

“როცა გავიგეთ, რომ აქ აიგებოდა ეს ქარხანა, დავხვდით და მაშინვე ვუთხარით, რომ არ შეიძლებოდა სოფლის შუაგულში ასეთი წარმოების გახსნა. ჯერ ერთი ეს მომწამვლელი კვამლი ათ კილომეტრზე მაინც ვრცელდება. ესენი რომ “თეთრ, ლამაზ კვამლს” ეძახიან, თან გაფილტრულიაო, გვარწმუნებენ, ხმაურზე რას იტყვიან _ რად ვერ გაუყუჩებიათ ამდენ ხანს?

სოფელ დვაბზუში ადამიანთა სიმსივნით დაავადების სტატისტიკამ საგრძნობლად იმატა. იყო აქ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა კვლევა და ექვს წლამდე ასაკის ბავშვების 80%-ს, სისხლში ტყვია აღმოაჩნდა. მშობლებმა რომ იკითხეს, რატომ არის ეს ასეო, უპასუხეს, მიზეზი არის ის, რომ ბევრ “ჩიპსებს” ჭამენ ბავშვებიო. სხვათა შორის, ჩვენ ამ საწარმოდან დოკუმენტაცია როცა გამოვითხოვეთ, არასდროს არ მოგვცეს. იმდენი ვქენით, გერმანიიდან გამოვითხოვეთ და მერე იკადრეს, მოეცათ. ჩვენ ახლაც შეტანილი გვაქვს სარჩელი. ეკოლოგიურად მოწესრიგებული და საიმედო გარემო რომ შეიქმნას, ამისთვის იბრძვის მთელი მსოფლიო და ესენი გვახრჩობენ”, _ ამბობს პედაგოგი.

“გურია ნიუსი” ესაუბრა კომპანია “ნიუ როუდის” ოზურგეთის ასფალტო-ბეტონის ქარხნის დირექტორს, ზაზა ცხოიძეს და დაწვრილებით გააცნო პრეტენზიები, რაც მოსახლეობის ნაწილს გააჩნია.

_ ვიცი ეს ყველაფერი. ახალი არაა ეს ამბავი. მუდმივად აპროტესტებს ერთი ჯგუფი. თუმცა, მოსახლეობის უმეტესობა კმაყოფილია. აქ დასაქმებულია არა ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

მე გეტყვით, რაც რეალობაა _ ჩვენ ვიცით მოსახლეობის ამ ნაწილის პროტესტის შესახებ. შვიდი სასამართლო პროცესი მაინც გაიმართა. დღემდე არც ერთი ბრალდება არ დასტურდება. რამდენჯერ მოვიდნენ აქ გარემოს მცველები, ვინ მოთვლის? სულ ახლახან იყვნენ აქვე ახლოს მცხოვრები ქალბატონის, ინგა დუმბაძის სახლში. ეს ქალბატონი მუდმივად აპროტესტებს ქარხნის აქ განთავსებას. მივიდნენ, მოუსმინეს. საძინებელშიც შეიყვანა ხალხი. ყველაფერი ნორმაშია. თუმცა, თავად დუმბაძე იჩემებს, რომ ეს “ნორმის სტანდარტი” არ არის სწორად დადგენილი. მოგეხსენებათ, ამ სტანდარტის დამდგენი ჩვენ არ ვართ.

ახლა ყველაზე მთავარი _ ხმაური რომ უნდა იყოს 50 ჰერცი, არის 32. ასევე, არავითარი გამონაბოლქვი არ არის ისეთი, რაც დასაშვებ ნორმას არ ექვემდებარება. პირიქით, მაქსიმალურად გაფილტრულია. ეს ქარხანა მთლიანად გერმანელების მიერ არის აწყობილი. როგორ ფიქრობთ, ჩვენ თავს ვიწამლავთ, ვინც იქ ვმუშაობთ? იქაური მკვიდრი არ ვარ, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, 24 საათის განმავლობაში საწარმოში ვარ და არ მოვიწამლები? იმდენი ფულია გადახდილი, არავინაა ისეთი უპასუხისმგებლო, რომ უაზროდ და საზიანოდ იმოქმედოს.

საერთოდ, რაც აქ მუშაობა დავიწყეთ, ოცჯერ მაინც არის ნამყოფი გარემოს დაცვის სამსახური. ერთხელაც არ ყოფილა, რაიმე პრობლემა და შეუსაბამობა დაეფიქსირებინოთ. აი, თუ გნებავთ, თავად მობრძანდით გარემოს დაცვის წარმომადგენლებთან ერთად, ან ვისთანაც გსურთ. მე სულ არ გამოვჩნდები და გაარკვიეთ ყველაფერი, _ გვითხრა ცხოიძემ.

_ ბატონო ზაზა, ეს ადამიანები ამბობენ, რომ თქვენ აქ ორი წლის ვადით აპირებდით დარჩენას. ახლა რა ხდება, როცა ორჯერ ორი წელიც გავიდა და მეტიც?

_ არა, ჩვენ ეგ არ გვითქვამს. ეს ადგილი “გზამშენი-18”-ის კუთვნილი ტერიტორიაა და იჯარით გვაქვს აღებული. თუ ამოიწურება ბალასტი, მერე გადავალთ და ეს იქნება ჩვენი გადაწყვეტილება, შექმნილი მდგომარეობის გამო და არა ვინმეს სურვილი. ჯერჯერობით, სამუშაო გვაქვს.

_ ამ ეტაპზე სად მიეწოდება აღნიშნული ქარხნიდან ბეტონი თუ ასფალტი?

_ ჩვენ ახლა გომისმთის გზას ვაწოდებთ მასალას _ ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი პროექტი. მერე ვნახოთ, რა იქნება…”ნიუ როუდს” თერჯოლაშიც აქვს თავისი ქარხანა და იქაც ყველანაირი ნორმის დაცვით მუშაობს, _ გვითხრა ზაზა ცხოიძემ.

“გურია ნიუსი” ასევე, ეცადა, დაკავშირებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს. ვისთანაც მოვახერხეთ დაკავშირება, გადავეცით ამომრჩევლების ერთი ნაწილის თხოვნა და მოთხოვნა, გადაწყვეტენ თუ არა აღნიშნულ პრობლემას მომდევნო საარჩევნო პერიოდში. ვუთხარით ისიც, რომ მოსახლეობის ნაწილი ამის მიხედვით აპირებს ხმის მიცემას კანდიდატებისთვის.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ გვითხრა, რომ იცის ამ დავის შესახებ:

_ მე მუდამ ხალხის გვერდით ვარ. ამ პროტესტის შესახებ ვიცი. აღნიშნული ქარხნის მდებარეობის, ხმაურის, გამონაბოლქვის თაობაზე არაერთი კვლევა და დაკვირვება ჩატარდა. პასუხი სულ იყო ისეთი, რომ დასაშვებ ნორმებს ექვემდებარებოდა. რა თქმა უნდა, თუ გავიმარჯვებ არჩევნებში, კვლავ თავიდან გავივლით საკითხს. ისე კი, შენებაც გვჭირდება და სადღაც ხომ უნდა იყოს ქარხანა, ფაბრიკა და ასე შემდეგ? _ გვითხრა მან.

პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატის, გია ცეცხლაძის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საკითხს კარგად შეისწავლიან და არჩევის შემთხვევაში, საკითხის სამართლიანად გადაწყვეტისთვის იბრძოლებენ.

[sexy_author_bio]

ზაზა ცხოიძენიუ როუდი
გაზიარება24Tweet15Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

12:55; 23 იანვარი, 2026
საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო _ საია

12:31; 23 იანვარი, 2026

მუნიციპალური ცენტრების განახლებული ფასადები თუ ფასადური თვითმმართველობა

"დედა მეოთხე შვილს მარხავს, მთელი სენაკი გლოვობს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23.01.2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23.01.2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23.01.2026
ფინანსები

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი

15:11; 23.01.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება

15:04; 23.01.2026
პოლიტიკა

86%-იანი ფასნამატი და ევროპაზე ორჯერ ძვირი პროდუქტები საქართველოში – კობახიძე ბიზნესს ფასების შემცირებას სთხოვს

14:36; 23.01.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: სამი მოქალაქე იმისთვის დააპატიმრეს, რომ ტროტუარზე იდგნენ

14:15; 23.01.2026
პოლიტიკა

„ყველას უნდა დაველაპარაკოთ, პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ“ – ვაშაძის კომენტარი ციხის დატოვების შემდეგ

13:28; 23.01.2026
ფინანსები

ლარი გამყარდა – რა ღირს დოლარი და ევრო

13:08; 23.01.2026
სამართალი

გიორგი ვაშაძემ ციხე დატოვა 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ

12:59; 23.01.2026
საზოგადოება

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

12:55; 23.01.2026
სამართალი

თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში „მეთადონის“ შემცველი 30 აბი აღმოაჩინეს

12:42; 23.01.2026
საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო _ საია

12:31; 23.01.2026
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

12:07; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო