ძაღლი, რომელმაც მარტვილში 13 ადამიანი დაკბინა, ოზურგეთის თავშესაფარში მოკვდა, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი აკო ქიქავა ავრცელებს.
“გურია ნიუსთან“ ამ ფაქტს ა(ა)იპ ოზურგეთს მომსახურების ცენტრის კომუნალური მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი გაბედავა ადასტურებს.
იყო თუ არა ძაღლი ცოფით ინფიცირებული, ამ კითხვაზე ირაკლი გაბედავა გვპასუხობს: „ყველა პროცედურა დაწყებულია და იყო თუ არა ძაღლი ინფიცირებული ცოფით, ამას მოგვიანებით გავიგებთ. _ გვითხრა ირაკლი გაბედავამ.
ავტორი