საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მომხრეა, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად დაბრუნდეს.
როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, საკანონმდებლო ორგანომ საქმიანობა თბილისში უნდა გააგრძელოს, რადგან დედაქალაქში მისი საქმიანობა უფრო ეფექტური იქნება.
„თუ საპარლამენტო კონტროლი ძლიერდება, მინისტრები სულ ქუთაისში უნდა ვატაროთ? თუ ჩვენ და მინისტრები ქუთაისში ვიქნებით, მაშინ სამინისტროებში არავინ აღარ იქნება. დრო ყველაფერს განსაზღვრავს, ძალიან ბევრი დრო მოგზაურობაში იკარგება. ქუთაისში რეგისტრაციის შემდეგ ისეთი საკითხებია, სადაც რამდენიმე დეპუტატი სამუშაო კალაპოტიდან ამოვარდნილია“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.