ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში _ მამუკა დოლიძე, რომელიც ქუთაისში, ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე იყო დასაქმებული ხარაჩოდან გადმოვარდა.

მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, მამუკა უბედური შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ის უკვე ჩამოასვენეს მის მშობლიურ სოფელ შუა ამაღლებაში.
კეთილი, განათლებული, ზეადამიანი, ოქროს კაცი, _ ასე მოიხსენიებენ მამუკას ახლობლები, თანასოფლელები, ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ.
“ძალიან ძნელია სიტყვების პოვნა, როცა ასეთ ადამიანს ვემშვიდობებით…
გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც იყო ყურადღებიანი, თბილი, განათლებული, კეთილშობილი,
ნამდვილი ზეადამიანი და ოქროს კაცი.
ის იყო ის იშვიათი ტიპის ადამიანი, ვისთან ურთიერთობაც გაძლიერებდა, გაგრძნობინებდა სითბოს და პატივისცემას.
მისი სიკეთე, ადამიანობა და ღირსება ბევრისთვის დარჩება მაგალითად.
ნათელი მის სულს.
მისნაირი ადამიანები არ მიდიან ისინი რჩებიან ჩვენს მეხსიერებაში, სიტყვებში და გულებში.
შეხვედრამე, მამუ, _ წერს სოციალურ ქსელში თამარ დოლიძე, რომლის პოსტის ქვეშ უამრავი ადამიანი გამოხატავს წუხილს და ტკივილს მამუკა დოლიძის გარდაცვალების გამო.
“სამწუხაროა, რომ ნაადრევად ტოვებენ წუთისოფელს ასეთი ღირსეული ადამიანები. გული დამწყდა ძალიან”;
“ვაიმე, ეს რა გავიგე, როგორ მეტკინა გული, მამუკა კეთილშობილო, უაღრესად განათლებულო, უპატიოსნესო ადამიანო. ვწუხვარ და თანავუგრძნობ ყველას.;”
“მამუკა … ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი .
დასანანია
ნათელი მის სულს”;
“ვახ, მამუ, როგორ ჩამწყვიტე გული… ნათელში განისვენე”;































































