საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, საქართველოს მთავრობას დახმარებას და ყურადღებას სთხოვენ. აღნიშნულის შესახებ ნათია სალაძე FACEBOOK-ზე წერს.
,,რადგან ვერ ხვდება ჩვენი მთავრობა, რა საშიშროების წინაშე ვართ ქართველი ემიგრანტები საბერძნეთში, იქნებ ხმა მივაწვდინოთ.
დაეხმარონ ბერძნებს ძალიან ცუდ დღეში ვართ. იწვის ყველაფერი. უახლოვდება ათენს, სადაც 5 მილიონზე მეტი ცხივრობს და აქ ათასობით ქართველია. იქნებ დაეხმარონ საჰაერო ძალებით.
დახმარებით თუ არა მოკითხვით მაინც მოგვიკითხეთ“, – წერს ემიგრანტი ნათია სალაძე.
ცნობისთვის, საბერძნეთში რამდენიმე დღეა ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვიან. ქვეყანაში 100-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღა 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ტყის ხანძრებს ებრძვიან ასევე თურქეთში, იტალიასა და ალბანეთში. ევროკავშირის კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში, საბერძნეთში, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში მეხანძრეებსა და სახანძრო თვითმფრინავებს გზავნიან.