საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვეტერანი სპორტსმენი შოთა ბუაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
“საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის (2014 წ.) , ეროვნული ფედერაციის წევრის, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის შოთა ბუაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.
პანაშვიდი კვირას და ორშაბათს
დაკრძალვა სამშაბათს, 23 ნოემბერს 14:00 საათზე
მისამართი ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, 18 კორპუსი, I სადარბაზო, მე-2 სართული”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.