როგორც აღმოჩნდა, ძილის წინ ჭამა სასარგებლო ყოფილა.
მშიერი დაძინება ტვინს აღიზიანებს და ადამიანს მოუსვენრობა იპყრობს, დილით კი ცუდ ხასიათზე იღვიძებს. ამიტომ ჯერ ივახშმეთ და შემდეგ დაწექით დასაძინებლად.
ვახშამი მსუბუქი უნდა იყოს. ის ხილ-ბოსტნეულისგან უნდა შედგებოდეს, რათა არ გადაიტვირთოს ორგანიზმი.
ამ დროს ბოსტნეულის ან ხილის სალათა საუკეთესო გამოსავალია. მთავარია, არ შეჭამოთ პურეული და ხორცეული.
დღის განმავლობაში ყველაფერი მიიღეთ ცოტ-ცოტა. ჯანმრთელი კვება აუცილებელია. ის ყველა სიკეთის საწინდარია.
ავტორი