გუშინ, გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა.
“TV25” – ის ინფორმაციით მანქანაში სამი, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის კი, ერთი არასრულწლოვანი. მათგან გარდაცვლილია ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინოსტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსოპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.