ცოტა ხნის წინ ინდოეთში გამორჩეული ინდუისტური დღესასწაული – “დუსეჰრა” გაიმართა.
ოდესღაც გვირგვინოსან ღვთაება რამას დემონმა რავანამ მშვენიერი ცოლი წაართვა, რამა შეებრძოლა დემონს და მეუღლე გამოიხსნა.
მას შემდეგ ეს ბრძოლა ინდუისტებისთვის “კეთილის ბოროტზე გამარჯვების” სიმბოლოა, რასაც უძველესი დროიდან ინდოეთში ყოველწლიურად აღნიშნავენ ტრადიციული საბრძოლო სცენებით.