დიდგორის ბრძოლიდან 901 წელი გავიდა!
1121 წლის 12 აგვისტოს, დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით, ქართველთა ჯარმა თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი დიდგორის ველზე დაამარცხა. ამ ბრძოლას ისტორიკოსებმა “ძლევაი საკვირველი” უწოდეს.
დიდგორის ველზე ყოველი წლის 12 აგვისტოს დიდგორობა იმართება ქართველთა დიდი გამარჯვების აღსანიშნავად და მრავალფეროვანი ღონისძიებები ეწყობა.