ძლიერ სიცხეს სამი დღის განმავლობაში 50 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ინდოეთში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით,გარდაცვალების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა 1 ივნისს, საყოველთაო არჩევნების კენჭისყრის ბოლო ეტაპზე. კენჭისყრის შედეგები 4 ივნისს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ინდოეთში საყოველთაო არჩევნები იმართება ზაფხულის თვეებში აპრილსა და მაისში, მაგრამ წელსმაგრამ წელს, ჰაერის ტემპერატურა რეკორდული იყო.
ფედერალური ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 1 მარტიდან 30 მაისამდე სითბური ინსულტის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 56 ადამიანი. ამ პერიოდში სითბური ინსულტის დაახლოებით 24 849 შემთხვევა დაფიქსირდა.
ოდიშაში, რაიონულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა 99 საეჭვო სითბური ინსულტის სიკვდილი ბოლო 72 საათის განმავლობაში – ამ შემთხვევებიდან 20 დადასტურდა, ნათქვამია სახელმწიფო დახმარების სპეციალურ განცხადებაში.
სიცხე ჩრდილოეთ და ცენტრალურ ინდოეთში და დასავლეთის ნაწილებში ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ წყდებოდა, მაქსიმალური ტემპერატურა დღეების განმავლობაში +45, +46 გრადუსამდეა და ზოგიერთ რაიონში +50 გრადუსამდეც კი ავიდა. თუმცა, ინდოეთის ამინდის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტემპერატურა სავარაუდოდ დაიკლებს უახლოეს დღეებში მუსონის დაწყების გამო.