ძლიერი ქარის გამო, ამ წუთებში, ზუგდიდი-ცაიშის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქარმა უზარმაზარი ხე მოგლიჯა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დენი არ მიეწოდება.