პორტუგალიაში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 1 800-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.
როგორც FRANCE 24 იუწყება, ხანძრის შედეგად 20 ადამიანია დაშავებული.
გავრცელებული ცნობით, დაშავებულების უმეტესობას კვამლის ინჰალაცია აქვს, ერთი ადამიანი კი საავადმყოფოში დამწვრობის გამო გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოიძიებს.