ამ დილას თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე სახანძრო – სამაშველო ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მობილიზებულია პოლიციაც.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.
მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.































































