ავღანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 260-მდე დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 28 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
ავღანეთის “თალიბანის“ მთავრობის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ბალხისა და სამანგანის პროვინციების ნაწილები დაზარალდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შარფატ ზამანის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.




















































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)












