კაიმანის კუნძულებზე 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ჯორჯ თაუნის ნავსადგურში ცუნამი გამოიწვია.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა იგრძნობოდა კაიმანში, იამაიკასა და კუბაში.
აშშ-ს ეროვნული მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ცუნამის საფრთხის შესახებ ინფორმაცია და სანაპიროდან და მის მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანები გაიყვანეს. კაიმანის კუნძულის საავადმყოფოში პაციენტები ცუნამის საფრთხის გამოწვეული შიშის გამო ზედა სართულებზე გადაიყვანეს. ევაკუაცია მოხდა ოუენ რობერტსის საერთაშორისო აეროპორტშიც.
„ცუნამი სერიოზული ტალღებია, ტალღების მთელი რიგი და ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ განმეორებითი ბიძგები გამოიწვიოს, რომლებიც მოხდება მომდევნო ექვსი, რვა, 12 საათის განმავლობაში. ხალხი უნდა იყოს ფრთხილად, მოუსმინოს ინფორმაციას. იმის გათვალისწინებით, რომ დრო გავიდა და არ გვაქვს ინფორმაცია ნაპირზე მნიშვნელოვანი ტალღის მოსვლის შესახებ, ვფიქრობ, ცუნამის საფრთხე დასრულდა“,_ ამბობს კაიმანის კუნძულის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალური დირექტორი, ჯონს ტიბეტსი.