დღეს, დილიდან ძლიერი ქარია ოზურგეთში.
„გურია ნიუსი“ არაერთ სოფელს დაუკავშირდა, სადაც გვეუბნებიან, რომ შუქი ჩაქრა, წაქცეულია ელექტრობოძები.
ქარმა ზიანი გამოიწვია ბოხვაურში, ნატანებში და სხვა სოფლებშიც. წაქცეულია ელექტრობოძები.
_ ნატანებში სახლს საურავი გადააძრო. ბოძი გადატყდა. ასევე არაერტ ადგილზე გადატეხილი ელექტრობოძები. ვატარებთ ღონისძიებებს, _ გვითხრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის მენეჯერმა გია ნაკაიძემ.
_ძლიერი ქარი ამ წუთებშიც გრძელდება. უცებ, საშინელი ხმაურით მოვარდა, ფანჯრები ჩაამსხვრია. შუქი ჩაქრა. ვიმედოვნებთ, ჩადგება, _ გვითხრა ჭანიეთიდან ირმა სურგულაძემ.
ავტორი