იმერეთს ძლიერი ქარის შედეგად დიდი ზარალი მიადგა. ძირითადად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ქარიშხლის შედეგად მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავებია გადახდილი, ასევე დაზიანებულია 5 ავტომობილი.
ამ ეტაპზე იმერეთის მასშტაბით ელექტროენერგია 7 000 აბონენტს არ მიეწოდება.
საავარიო ბრიგადების მიერ მიმდინარეობს როგორც მაღალი ძაბვის გადამცემი, ასევე ადგილობრივი ხაზების აღდგენითი სამუშაოები.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან დროულად დახმარებას ითხოვს.
ავტორი