ცოტა ხნის წინ ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
როგორც “გურია ნიუსს” მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქარმა დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მრავალბინიან კორპუსებს სახურავი ახადა. სახლის სახურავები დააზიანა იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე, ასევე, სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციულ შენობას ნაწილობრივ გადახადა სახურავი, მერიის პრესსამსახურისვე ცნობით, დაზიანებულია გაზსადენი მილები.
ძლიერი ქარმა რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც შეწყვეტილია შუქის მიწოდება.
ენერგოპრო ჯორჯიას სერვისცენტრსის ოზურგეთის ფილიალის მენეჯერის გია ნაკაიძის თქმით, ადგილზე ჯგუფები მუშაობენ და შუქის მიწოდება ერთ საათში აღდგება.