ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა.
“სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა.
დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები“,_ აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.