მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნამკოლაოში ძლიერმა წვიმამ, სოფლის ღელის ადიდება გამოწვია და სხვა სოფლებთან და რაიონთან დამაკავშირებელი გზა წაიღო.
სოფლის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას დახმარებას სთხოვს, თუმცა, როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, მუნიციპალიტეტის პირველი პირები სტიქიის ადგილას ჯერ არ გამოჩენილან.
“ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს სხვადასხვა სოფლებში. მიმდინარეობს ზარალის დათვლა და შემდგომ სამუშაოები განხორციელდება კორდინირებულად. ახლა მერი, მერის პირველი მოადგილე და ინფრასტრუქტურის თანამშრომლები გასული არიან სოფლებში და ადგილზე ნახულობენ, რა მდგომარეობაა, _ განაცხადეს მარტვილის გამგეობაში.