სოფელ ჩაისუბანში 51 წლის ძმამ 43 წლის ძმა მოკლა. ადგილზე, ამ წუთებში, კრიმინალისტები მუშაობენ. საცხოვრებელ სახლში არ უშვებენ ოჯახის წევრებს. შემთხვევის დროს სავარაუდოდ ძმების არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. ისინი ამ დროისათვის ბათუმში არიან გადაყვანილები.
სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ცნობილია, რომ ის წარსულში ნასამართლევია. ოჯახის წევრების თქმით, მკვლელობა სავარუდოდ ქონების თაობაზე მოხდა.
ერთ-ერთი ძმის სიდედრის თქმით, ძმებს შორის დავა საცხოვრებელ სახლს უკავშირდება. იმ საცხოვრებელ სახლს, სადაც ორივე ძმა, ოჯახებთან ერთად ცხოვრობდა.
მკვლელობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
წყარო: მთავარიტვ