ბრიტანული გამოცემის “The Guardian” ცნობით, ბრიტანელი როკმუსიკოსი სტინგი თავის 6 შვილს ქონებას არ უტოვებს. ამჟამად არტისტის ქონება შეფასებულია 180 მლნ გირვანქა-სტერლინგად. „მე ვთქვი, რომ ბევრ ფულს არ დავტოვებ, ჩვენ ხარჯები ისედაც გვყოფნის“ – განაცხადა “The Guardian”-თან ინტერვიუში სტინგმა.
„არ მინდა შვილებს დავუტოვო სატრასტო ფონდების მძიმე ტვირთი. მათ უნდა იმუშაონ. ყველა ჩემმა შვილმა ამის თაობაზე იცის და იშვიათად მთხოვენ რამეს, რაც პატივისცემის ღირსია“ – განაცხადა მუსიკოსმა.
სტინგმა კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო. მან კარიერის მანძილზე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. გასულ წელს სტინგმა ბრიტანეთისა და ირლანდიის უმდიდრეს მუსიკოსთან რეიტინგში მე-9 ადგილი დაიკავა.