ძველ თბილისში, მიტოვებულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე – მაშველები რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.































































