“არავინ არ არის ისე სახელგანთქმული, როგორც ეს ადამიანს ეჩვენება”, _ ამბობდა ცნობილი მომღერალი ენრიკო კარუზო.
მართლაც, ერთხელ ამერიკაში მოგზაურობის დროს გზაში მანქანა გაუფუჭდა. სანამ მძღოლი მანქანას აკეთებდა კარუზო ადგილობრივი ფერმერის სახლში შევიდა.
– მე კარუზო ვარ, – წარუდგა მომღერალი.
ფერმერი ფეხზე წამოხტა. ხელი ჩამოართვა და აღელვებულმა წარმოთქვა:
– ღმერთო ჩემო! აი, საკვირველება! როდისმე შეგვეძლო გვეფიქრა, _ მიუბრუნდა იგი ცოლს, რომ ჩვენს პატარა სამზარეულოში ვნახავდით სახელგანთქმულ მოგზაურს რობინზონ კრუზოს?