გთავაზობთ იმ ნივთების „შავ სიას“, რომელთა სახლში გაჩერებასაც ეზოთერიკოსები კატეგორიულად კრძალავენ.
- დახეული, ძველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი – იგი თქვენთან სიახლეების მოსვლას ბლოკავს.
- დაბზარული ჭურჭელი – ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემებს და სიცივეს იზიდავს.
- გატეხილი სარკე – ერთ-ერთი საშიში საბუდარია ყოველგვარი სახის “შავი ენერგეტიკის” დასაფუძნებლად.
- საჩუქრები, რომელთა მჩუქებლის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება გაგაჩნიათ. ამიტომ რაც არ უნდა ძვირად ღირებული იყოს ამგვარი ნივთი, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან – საუკეთესო ვარიანტია, გააჩუქოთ ისინი.
- ნახატები თქვენთვის უცნობი ადამიანების პორტრეტებით – თუკი ტილოზე ასახული ადამიანის შესახებ არაფერი იცით, სასურველია, ამგვარი ნამუშევარი სასწრაფოდ მოიცილოთ თავიდან.
- ნახატები ცხოველების ან ნადირობის ამსახველი სცენებით. აგრესიას და კონფლიქტებს იზიდავს სახლში.
ავტორი