განთქმულ კომპოზიტორ გეორგ ფრიდრიხ ჰენდელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
უნივერსიტეტის მდივანმა ჰენდელს აცნობა მისი ეს აღიარება და თან მისწერა, რომ მას დიპლომის მისაღებად გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა.
– როგორ? – აღშფოთდა კომპოზიტორი, როდესაც წერილი წაიკითხა, – იმისათვის, რომ იმ ყბედების კოლეგა გავხდე, კიდევ ფული უნდა გადავიხადო? არასოდეს!
ავტორი