ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა.
საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს.
მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია აღმოჩდებიან.