ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულ პირებს სამუშაო ადგილზე რელიგიური სიმბოლოების, მათ შორის თავსაბურის ტარება ეკრძალებათ, ადამიანის უფლება დამცველები ეწინააღმდეგებიან. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში აცხადებენ, სამუშაო ადგილზე რელიგიური სიმბოლოების, ასევე ფილოსოფიური თუ პოლიტიკური შეხედულებების გამომხატველი ნიშნების ტარების აკრძალვა დისკრიმინაციას არ ნიშნავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ანტი რასისტული აქტივისტები შიშობენ, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება მუსლიმ ქალებზე.
„შეწუხებულები ვართ,რადგან ვშიშობთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება მუსლიმ ქალებს რელიგიასა და სამსახურს შორის არჩევანის გაკეთების წინაშე დააყენებს. ამიტომ ეს არის გულდასაწყვეტი კანონი, რადგან მუსლიმი ქალების დისკრიმინაციისკენაა მიმართული“,_აცხადებს ორგანიზაცია „ევროპის ქსელი რასიზმის წინააღმდეგ“.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ფირმებს აღნიშნული წესი შიდა განაწესში უნდა ჰქონდეთ შეტანილი და თავსაბურის აკრძალვა სურვილის გამო არ უნდა მოხდეს.
„ვფიქრობ, ნათელია, რომ არ არის საკმარისი ერთმა კლიენტმა თქვას მე მინდა ეს ან არ მინდა. ეს გაცილებით რთულია. დასაქმებულებს აქვთ თავიანთი როლი და დისკრიმინაციული წესების გაფილტვრა უნდა მოხდეს,“_აცხადებს იმ ქალის ადვოკატი,რომლის საქმეც, სამსახურში თავსაბურის მოხსნის მოთხოვნის გამო, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს განსახილველად ბელგიიდან გადაეგზავნა.
ამავე თემაზე:
ევროკავშირში სამუშაო ადგილებზე თავსაბურავის აკრძალვა კანონიერია_ECJ































































