ზუგდიდში, ბორჯომის ქუჩაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც ირკვევა, ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. დაღუპულია 80 წლამდე კაცი.
“ეძინა და, სავარაუდოდ, გამოსვლა ვერ შეძლო”,-ამბობენ ადგილობრივები.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი.