https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

15:02; 12.01.2026
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

იაკობ გოგებაშვილი: ,,ნინოშვილი ნამდვილი მწერალია, ნამდვილი ბელეტრისტი, მოწოდებით მომუშავე სალიტერატურო ყანაში”. გერონტი ქიქოძე: ,,ე. ნინოშვილი დემოკრატიის წიაღიდან გამოსული პირველი დიდი ქართველი მწერალია”.

ეგნატე ნინოშვილზე (ინგოროყვა) უამრავი მასალაა გამოქვეყნებული, განსაკუთრებით გამოვყოფდით ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის არქივის გამგის, ქალბატონ ზოია ტუღუშის ნაშრომს ,,მოგონებები ნინოშვილზე”. ჩვენ არ მოვყვებით მის ბიოგრფიას, არამედ შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობას.

მწერლის გვართან დაკავშირებით არსებობს გადმოცემა, რომელიც მოხუცმა ოქროპირ ინგოროყვამ პავლე ინგოროყვას მოუყვა: ინგორუყვათა (ასეა ტექსტში – ი.მ.) წინაპარი ასმიდოდ ინგორუყო და მასთან ერთად ორი კიდევ სხვა გვარის – რუყვას და ათლაყვას წინაპრები ამ ორი საუკუნის წინათ წამოვიდენ ჩერქეზთა ერთ-ერთი ტომიდან.

ისინი აპირებდენ ოსმალეთში გადასვლას. ასმიდოდ ინგორუყოს მეთაურობით გადმოიარეს თურმე კავკასიონის ქედი, იმგზავრეს აფხაზეთში და გამოვიდენ შავ-ზღვის პირათ და შემთხვევით მოხვდნენ შეკვეთილში. აქ მათ ოსმალეთში გადასვლაზე ხელი აიღეს და გურიაში დარჩენა გადაწყვიტეს – პირველად იქვე, შეკვეთილში დაბინავდენ. მალე გურიის მთავრის, გურიელის ყურადღება დაიმსახურეს და გურიელმა ისინი სოფელ მაკვანეთში დაასახლა. ასმიდოდ ინგორუყოს ერთი შთამომავლთაგანი გადასახლდა სოფელ ჩირგვეთში, სადაც მაშინ არც ერთი მოსახლე არ იყო. აქ გადმოსახლებულის შთამომავალნი: ოქროპირ, გერასიმე, თომა (ეგნატეს მამა) და ალექსი (ეგნატეს ბიძა) ერთი მეორის ბიძაშვილები იყვენ და დაბადებულნი არიან 1830-იან წლებში.

პავლე ინგოროყვას გამოკვლევით ეს გვარი ჩამოსახლებულია გურიაში დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში, ასე რომ ეგნატე ამ გვარის მეშვიდე თაობას ეკუთვნის.

პირველი მარქსისტული ჯგუფი საქართველოში 1892 წელს შეიქმნა (აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 70-იანი წლების ქართულ პრესაში ქართული ინტელიგენცია უკვე მსჯელობდა ევროპაში მარქსიზმის გავრცელების შესახებ. იმ დროიდან ჩვენში მარქსისტული ლიტერატურაც გაჩნდა). ამ ჯგუფის, რომელსაც `მესამე დასი“ დაერქვა (თუმცა მოსახლეობაში `ახალი თაობის~ სახელით იყო ცნობილი), შეკრების ინიციატორი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, მარქსიზმის ერთ-ერთი პირველი მქადაგებელი ეგნატე ნინოშვილი  იყო. შეკრება გაიმართა ზესტაფონში 1892 წლის 25 დეკემბერს, შობადღეს, 12 კაცის შემადგენლობით: ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, მიხა ცხაკაია, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე, ევგენი ვაწაძე, ისიდორე კვიცარიძე, იოსებ კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, რაჟდენ კალაძე და სილიბისტრო ჯიბლაძე. შეხვედრის მიზანი საქართველოსთვის განვითარების ახალი გზის გეგმის შემუშავება იყო. ორი დღე-ღამის განმავლობაში მიდიოდა ბჭობა _ რუსული `ნაროდნიკული~ მიმდინარეობა აერჩიათ თუ მარქსიზმის პოზიციაზე გადასულიყვნენ. საბოლოოდ ჯგუფი მარქსიზმზე შეჩერდა. `მესამე დასელებმა~ ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს ქართულ ცნობიერებაში, _ წერდა ცნობილი მენშევიკი გრიშა ურატაძე.

კარპე მოდებაძის მოგონებიდან: ,,ეგნატე როცა შორაპანში ნიკო ღოღობერიძის ნოქარი იყო, ზოგჯერ უწევდა მუშებისა და ჩალვადრებისათვის ფულის დარიგება. ერთმა მეურნემ ერთხელ აღებული ფულის მეორეთ აღება მოინდომა… რამოდენიმე ხნის შემდეგ სალაროსთან მიბრუნდა და ეგნატეს უთხრა, რომ ფული არ მიუღია. გლეხმა თავისი დაიჟინა. ეგნატე გურულათ ,,გაკუჭდა“, აენთო, აპილპილდა და გლეხს რევოლვერი ესროლა, საბედნიეროთ ააცილა… შემდეგ ეგნატე ძლიერ სწუხდა და ამბობდა, რაღა სოციალისტი და გლეხთა ინტერესების დამცველი მე ვარ, რა საძაგელი საქმე მომივიდა, რატომ დავკარგე მოთმინება და გავიმეტე საწყალი გლეხი სასიკვდილოთ, მართალია უტიფრად სტყუოდა, მაგრამ ეს ხომ ნაყოფია თანამედროვე კაპიტალისტური წყობილებისაო“.

,,ეგნატე რომ ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და რომ ეგნატე მეტისმეტად ფიცხი (აფხაზურ-გურული სისხლის) იყო, ამას მეც ვადასტურებ,“ ამბობდა აპოლონ წულაძე.

ჯარისმან მურვანიძის გადმოცემით კი ერთხელ ნინოშვილმა თბილისში ვიღაც სომეხი საქართველოს აბუჩად აგდებისათვის დუელში გამოიწვია, მაგრამ დუელი არ შედგა, სომეხი გაიპარა.

ეგნატეს პირველი სიყვარული თურმე გათხოვილი ქალი, ჩოჩხათელი ლევანიკა ვასაძის ლამაზი ცოლი მატა ყოფილა. მან ლექსიც კი შეთხზა, რომელიც ბევრმა დაიზეპირა:

ბუზს რა ჰქვია? – იწინკორა

და მეგრულად იხვსა კვატა.

კაკალ გულზე დამებღატე

ჩემო ჩაკვანწულო მატა”.

როგორც ამბობენ მატას შეეძინა ვაჟი, რომელიც პირწავარდნილი ეგნატე ნინოშვილი იყო. მატას ქმარმა და მაზლებმა ,,საქვეყნოდ თავის მოჭრას” წაყრუება ამჯობინეს, ხოლო ეგნატე ჩოჩხათიდან წავიდა. ეგნატეს შვილი გვარდიაში მსახურობდა და საქართველო-სომხეთის ომში დაღუპულა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრის გურული ყოფა, გურული გლეხის ცხოვრება, გურული ფირალების მებრძოლი სახეები ეგნატე ნინოშილმა პირველმა ასახა, გურული კოლორიტი პირველმა შემოიტანა და რომ არა ნინოშვილი, ამ თვალსაზრისით ქართულ ლიტერატურაში ცარიელი ადგილი, თეთრი ლაქა იარსებებდა. ერთი გურული გლეხი ამბობდა: ,,…იმ ნიგოროყვას (ასეა ტექსტში -ავტორები) გამოთქმული წიგნები რომ წევიკითხე, კაკალ გულზე გადამნარა; რავა ბეჭედივით წერს იგი დალოცვილის შვილი სოფლის კაცის ცხოვრებას და გაჭირვებას, ასე მგონია, საცხედან ჩემი ამბავი გოუგია და იგი დუუწერია მეთქინ”.

მწერალი და პუბლიცისტი ნიკოლო მიწიშვილი წერდა: ,,საკუთარ სოფელშია ნინოშვილი დაკრძალული. მაგრამ ეგნატე ნინოშვილის მოწამებრივი ცხოვრება მოცემულია ნაღველით სავსე მისსავე სიტყვებში, როცა ის უსაყვედურებს იმ ,,ნაციას”, რომელსაც თავის საუკეთესო მწერლისათვის ,,არ ემეტება შვიდკაპიკიანი ,,პორცია”.

ჭლექმა, შიმშილზე გამრავლებულმა და სიკვდილად მის ფილტვებში ჩასრესილმა, უდღეოდ გააცივა ეს ათრთოლებული სიმი და ის იმგვარადვე გადასრისა ქართულმა ცხოვრებამ, როგორც მის მიერ დატირებული გოგია უიშვილი. ჭეშმარიტად, ეგნატეს საფლავზე უნდა გაშლილიყო ,,უცხო ყვავილი” ახალი ცხოვრებისა, რომ მის ქვეყანას ოდნავ მაინც გამოსეყიდნა ეგნატეს ადამიანური წვალება და მისი უდროოო სიკვდილი, რომელიც მკვლელობას უფრო ჰგავდა”.

როცა გალაკტიონ ტაბიძე მიმოიხილავდა მის მოთხრობას ,,ქრისტინეს” ის აღნიშნავდა, რომ ,,მწერალი აძლევს ამ ქალს სიცოცხლეს, რომლის მსგავსი არც მანამდე არც შემდეგ ქართულ მწერლობაში არ შეგვხვედრია”.  დავამატებდით, რომ ნინოშვილის ყველა ნაწარმოები საოცრად კინემატოგრაფიულია, პრაქტიკულად მზა სცენარია, რომელიც მხოლოდ ეკრანზე გადატანას მოითხოვს, პირველი ქართული მხატვრული ფილმის ,,ქრისტინე” (1919, რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა) გადაღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლდათ.

ეგნატე ნინოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვინმე ალექსი ებრალიძე იგონებდა: ,,..დუქანში ერთი ვინცხა კონტრაბანდისტი და პოლიციელი შემოვიდენ საქეიფოდ… თურმე პოლიციელს გაეგო იმ კაცის საქმიანობის შესახებ, ქრთამიც გამოურთმევია და სამაღარიჩოც დაახარჯვინა. როცა შეთბენ ღვინით, მაშინ სიმღერა წამოიწყენ…” ამ დროს დუქანში პატარა ბიჭი შევიდა და პოლიციელს წერილი გადასცა, სადაც შემდეგი ეწერა, რომ თუ მაგ ბღორინს თავს არ დაანებებთ, ხვალ დილამდე ანგარიშს გაგისწორებთო… ხალხი სახელოვანი შვილის დაკარგვას გლოვობს და თუ ისე ხარ გათახსირებული რომ მწუხარების დროს მწუხარება არ შეგიძლია, ჩუმათ მაინც იყავიო… პოლიციელი ერთი კი შეკრთა და მერე იკითხა იმპერატორის ნათესავი ან მაზრის უფროსის ახლობელი ხომ არ მომკვდარაო? თანამეინახემ უპასუხა – ერთი მწერალი მოკტაო. – რუსი იყო მაი მწერალიო? – არა, გვარად ნინოშვილია, გვარი ქართული აქვს და რუსი რაფერ იქნებოდაო. – ქართველის და ისიც მწერლის სიკვტილი რა მოსანაღვლია, – წამოიძახა პოლიციელმა და ისევ სიმღერა შემოსძახა…

,,მარა ვაი ასეთ შემოძახებას, – აგრძელებს ებრალიძე,- როცა დუქანი დავკეტეთ და საძინებლად ვემზადებოდით, ჩვენგან წასული პოლიციელის ყვირილი შემოგვესმა. დილას გავიგეთ, რომ უცნობ პირს ისე დაეჯეჯგვა, რომ ძვალი და რბილი გაესწორებია მისთვის…”

ირაკლი მახარაძე

ავტორი

გაზიარება7Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

10:26; 20 თებერვალი, 2026
ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12 თებერვალი, 2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026

"თავდაცვის მიზნით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი" _ შსს ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ელზა სიმონიშვილი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად, სხვა გადამდებ დაავადებებთან ერთად, ისევ რჩება ტუბერკულოზი

16:03; 26.02.2026
პოლიტიკა

DRI: ახალგორში გადაადგილების საშვების გაცემა მოსახლეობას მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს

15:10; 26.02.2026
ზაფრანი

ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ზოდიაქოს ნიშნები

14:53; 26.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი მამაკაცები

14:46; 26.02.2026
კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26.02.2026
ზაფრანი

ურთიერთობაში ყველაზე მძიმე ცოლები

14:33; 26.02.2026
ზაფრანი

ვინ გაქცევთ თავის გავლენაში

14:19; 26.02.2026
სამართალი

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან

13:32; 26.02.2026
ფინანსები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:20; 26.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთელი, სესილი თოდრაძე საერთაშორისო პროგრამის მონაწილე გახდა

11:44; 26.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში გაჩნდა მოწოდება, „მეორე ფრონტის“ გახსნაზე

11:30; 26.02.2026
მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

11:22; 26.02.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

10:40; 26.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

10:37; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო