ამერიკელმა არქეოლოგებმა ახლახან რადარის საშუალებით ეგვიპტეში აღმოაჩინეს ქალაქი, რომელიც დაახლოებით 3600 წლისაა.
რადარის გადაღებულ სურათებზე მეცნიერებმა დაინახეს სახლები, ქუჩები, გამოქვაბულები.
ქალაქის განლაგების შესწავლის შემდეგ ნათელი გახდა, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი აქ ოთხი საუკუნის წინ.
სამწუხაროდ, ის ტერიტორია, რომლის ქვეშაც აღმოჩნდა ქალაქი, ხალხს ეკუთვნის და ეს მნიშვნელოვნად აფერხებს გამოკვლევებისა და არქეოლოგიური გათხრების წარმოებას.