ეგვიპტეში მუმიის ნაშთებზე მომუშავე მეცნიერებმა უცნაური აღმოჩენა გააკეთეს. ისინი ორსულ მუმიას იკვლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას Business insider ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მათ თავიდან მიიჩნიეს, რომ ნაშთი კაცს ეკუთვნოდა, შემდეგ კი კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დაზუსტდა, რომ ის ორსული ქალისაა.
ჯერ-ჯერობით ვარშავის მუმიის პროექტის მიერ შესწავლილი მუმია ერთადერთია, რომელიც მუმიფიცირებული იყო ორსულად. მეცნირები მსჯელობენ, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამის აღმოჩენა აქამდე. ისინი ამბობენ, რომ პატარა სხეული თითქმის უხილავი იყო სკანერის აპარატისთვის.
”შემდგომმა კვლევამ შეიძლება აჩვენოს, რომ ეს უფრო ხშირია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ”, – ამბობენ მეცნიერები.